გურჯაანში ავტობანის მშენებლობა გააპროტესტეს - Palitra News

გურჯაანში ავტობანის მშენებლობა გააპროტესტეს

2017-02-11 15:10:30+04:00

ავტობანის მშენებლობა გურჯაანში ბესიკის ქუჩის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა ამორტიზირებულ სახლებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ პროცესს ნგრევაც მოჰყვეს.აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივ აქციებს არ გამორიცხავენ.ბაკურციხე- თბილისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს.