პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელორუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ზრდად დინამიკაზე. გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.