2017 წლის იანვარში 18 რუსი მილიარდერის ქონება საერთო ჯამში 7,9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ალექსანდრე მორდაშოვია, რომლის ქონებაც 17,4 მილიარდი დოლარია. გასულ წელთან შედარებით მორდაშოვი 437,5 მილიონი დოლარით გამდირდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ალექსანდრე მორდაშოვი, რომელიც კომპანია სევერსტალის მფლობელია, 44-ე პოზიციაზეა. მეორე პოზიციაზეა რუსი მეწარმე, გაზის კომპანია „ნოვატეკის“ აქციონერი ლეონიდ მიხელსონი, რომლის ქონებაც 17,3 მილიარდი დოლარია.
ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, რუსეთში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მესამეა ვლადიმერ პოტანინი 16,5 მილიარდი ქონებით. პოტანინმა ქონება ლითონის კომპანია ნორილსკ ნიკელით წყალობით დააგროვა.