ყველა დროში თეთრი ითვლებოდა და ითვლება სისუფთავის ფერად. ამიტომ ექიმები თეთრ ხალათს ატარებენ. მაგრამ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოპერაციაზე შესვლისას ქირურგებმა დაიწყეს ლურჯი ან მწვანე უნიფორმის ჩაცმა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ოპერაციისთვის მწვანე ფერი განსაკუთრებით გამოსადეგია.
საოპერაციო ოთახში, ლურჯი ან მწვანე ფერის დომინირების დროს ქირურგებს უფრო უადვილდებათ კონცენტრირება კონტრასტულ წითელ ფერზე - სისხლზე და, შესაბამისად, საკუთრივ ოპერაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ოპერაცია რამდენიმე დღეც კი გრძელდება, ექიმის თვალისთვის, უბრალოდ, აუცილებელია ამგვარი დასვენება.