ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასმა ერთ ლიტრზე საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა. ცვლილება შეეხო როგორც ბრენდირებლ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი საწვავის ღირებულებაზე მოქმედ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე პლატსის გაძვირება, აქციზის ზრდა და ლარის კურსის გაუფასურება კომპანიებმა საწვავის ფასში ასახეს.