"ბავშვთა სამყაროს" ერთ-ერთი აქციონერი შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება. მაყვალა ომაძის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს აქციონერთა კრება. ამასთან, იგი "ბავშვთა სამყაროს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ასათიანსა და მის სიძეს, ბავშვთა სამყაროს დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისივე განმარტებით, ის დარწმუნებულია რომ შენობა დაზღვეული არ არის. ომაძე ამბობს, რომ მას აქვს ცხრა თვის მონაცემები, საბუთები, სადაც დაზღვევის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.