დონალდ ტრამპი კიბერ უსაფრთხოების სფეროში, საკუთარ მრჩეველებს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა კიბერ უსაფრთხოების გეგმა განიხილა და შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ და მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ შეხვედრაზე ტრამპი ხელს ახალ ბრძანებას მოაწერდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თეთრი სახლის განცხადებით ტრამპმა სააგენტოების ხელმძღვანელებს კიბერ უსაფრთხოების გეგმების დასახვისკენ და მოდერნიზებული ტექნოლოგიების დანერგვისკენ მოუწოდა.