ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად მეზობლები გაყინვას ასახელებენ. მათი თქმით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა. დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები რამდენიმე დღე არ გამოჩენილან, მეზობლებმა კი დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართეს.