ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა. შუამდგომლობის არგუმენტზე პროკურორმა ჟურნალისტებთან ვერ ისაუბრა, რადგან სხდომა დახურული იყო. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც კიდევ ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატი არ დაეთანხმა. მისი თქმით, საქმეზე საზოგადოების დიდი ინტერესია და პროცესების განხილვა საჯარო უნდა იყოს.შემდეგი პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა.