სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობა, რომელიც ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, კომპანია "ალდაგში" იყო დაზღვეული.