ყველამ იცის, რომ ევა გოცირიძის ოჯახი თეა წულუკიანის ოჯახთან დაახლოებულია, - ამის შესახებ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. გიგაურმა ეს ფაქტორი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის ჩავარდნას დაუკავშირა.