მექსიკის ყურეში, დაახლოებით, 915 მეტრის სიღრმეზე ტბა აღმოაჩინეს, რომელიც მარილით, მეთანითა და გოგირდწყალბადითაა გაჯერებული. მასში გადარჩენა კრევეტებისა და ბაქტერიების გარდა, არცერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია.აღმოჩენილ ტბაში ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ ის დანარჩენ წყალს არ ერევა. მეცნიერები, რომლებმაც ტბა შეისწავლეს, აცხადებენ, რომ ის სხვა სამყაროს ჰგავს.