მთავრობა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ძალიან დიდ ინტერესს იწვევს.