2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების წმინდა მოგება ნოემბერთან შედარებით 112 მილიონი ლარით გაიზარდა და 679 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით ეს მონაცემი 567 მილიონი იყო. 2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.