უკვე წელიწადზე მეტია სამ მცირეწლოვანთან ერთად დაუნდობელ ცხოვრებასა და მძიმე დიაგნოზს ებრძვის... ყოფით პრობლემებთან, სიმსივნესთან და უბრალოდ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი 33 წლის ნათია ქირია, მომავალს იმედით შეჰყურებს. სჯერა, რომ ხვალ იმაზე უკეთესი დღე გათენდება, ვიდრე დღეს იყო. ამ ოცნებას ასრულებას შვილებში ხედავს, რომლებმაც დედას იმედები უნდა გაუმართლონ.
აქ არც წყალია და არც ბუნებრივი აირი, ზამთრის სუსხიან დღეებს, ძველი, საბჭოთა დროინდელი სპირალიანი ღუმელით ებრძვიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნათიას მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია. რამდენიმე თვის წინ ქუჩაში ცუდად გახდა, საავადმყოფოში გასინჯვის შემდეგ ონკოლოგიურში გადაამისამართეს. სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ახლა მკურნალობს, იბრძვის და იცის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სჯერა, რომ დიაგნოზსს მალე დაამარცხებს.