"გირჩის"თავმჯდომარე მთავრობას ოთხპუნქტიან "სამაშველო გეგმას" სთავაზობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ თვალსაჩინოებისთვის "სამაშველო რგოლიც" წარმოადგინა, რომელზეც "სამაშველო გეგმის" დეტალები იყო განხილული. მისი თქმით, "დოლარიზაცია", "პრივატიზაცია", "ბიუროკრატიისა და გადასახადების შემცირება" ასევე "კანაფის ლეგალიზაცია" ქვეყნის ეკონომიკას "მდგომარეობიდან გამოიყვანს". ჯაფარიძემ სამაშველო რგოლი შეფუთა და საკურიერო მომსახურებით მთავრობის კანცელარიაში გააგზავნა. "გირჩის"თავმჯდომარე მთავრობას მოუწოდებს, "სამაშველო რგოლი" კანცელარიის შესასვლელთან ჩამოკიდონ და ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ამ გეგმით იხელმძღვანელონ.