სასტუმრო "ანაკლიის" გაყიდვა მესამე აუქციონზე იგეგმება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას ცნობით, სასტუმრო ანაკლია პირველ და მეორე ელექტრონულ აუქციონზე მონაწილისა და ბიჯის (ვაჭრობის, ფასის მატების) არქონის გამო ვერ გაიყიდა.