გაზპრომთან დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება, - ამის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება წლების განმავლობაში ფორმდებოდა, როგორც სააკაშვილის, ისე შევარდნაძის დროს და ის საჯარო არ იყო.