მომავალი, რომელშიც სამსახურში ადამიანებს რობოტები ანაცვლებენ იაპონიის სადაზღვევო ფირმისთვის უკვე რეალობა გახდა. ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, 30 თანამშრომელი ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლა, რომელსაც პოლისის მფლობელებისთვის ანგარიშის გასწორება შეუძლია. სიცოცხლის დაზღვევის კომპანიაში სჯერათ, რომ მიღებული გადაწყვეტილება პროდუქტიულობას 30%-ით გაზრდის და ინვესტიციის შედეგად მიღებულ მოგებას უკვე 2 წელში მოიტანს.