ფოთში მშენებარე სამშენებლო ფაბრიკაში ტანსაცმელი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის შეიკერება, როგორიც ლივაისი, "მარკს ენდ სპენსერი", "მავი ჯინსი", "სელიო" და სხვა ცნობილი ბრენდები არიან. ფაბრიკის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2-3 თვეში იგეგმება. ხოლო უშუალოდ წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც დასაქმებული ადამიანების გადამზადება მოხდება. კომპანია პელინ გლობალის საწარმოში 1 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტი ქართულ-თურქული ინვესტიციით ხორციელდება.