დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთს შეუძლია აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში დაეხმაროს. ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გარდა ამისა ტრამპმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგებას იმედოვნებს. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პუტინს ტრამპი მოსწონს, აქტივია და არა პასივი. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას რუსეთთან სიმკაცრეც შეუძლია.