ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს.როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.