გლდანში სუპერმარკეტი "ფრეშმარტი" დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. არსებული ინფორმაციით სალაროდან თანხაა წაღებული, თუმცა რაოდენობა ცნობილი არ არის. უცნობია თავდამსხმელების რაოდენობაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.