ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია ახალი ბულვარიდან ჭოროხის დელტამდე მონაკვეთში სანაპირო ზოლის ლოდებით გამაგრებას აპროტესტებს. გია აბულაძის განცხადებით, გამაგრების ეს ფორმა პლაჟების დაკარგვას იწვევს და ამ დროისთვის სანაპირო ზოლის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დაკარგულია. აბულაძის განცხადებას აჭარის მთავრობიდან უპასუხეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მოხდება პლაჟის მაქსიმალურად შენარჩუნება. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ახალი პროექტის თანახმად ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ისეა დაგეგმილი, რომ სანაპირო ზოლი აეროპორტის ტერიტორიიდან ჟილინის არხამდე მონაკვეთზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს.