პროფესიულ სასწავლებელ "მერმისში" გიორგი გახარიამ და ალექსანდრე ჯეჯელავამ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნეს. აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ ფაბლაბებიდან, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა.