მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო მოსმენა 10 იანვარს ჩაინიშნა. მანამდე კი სასამართლო სამედიცინო დაწესებულებასთან გაარკვევს რეალურად არის თუ არა მზად, რომ ტექნიკურად უზრუნველყონ სასამართლო პროცესების კლინიკაში ჩატარება.როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილმა განმარტა, ისინი წერილობით პასუხს თოდუას კლინიკიდან 9 იანვრამდე ელოდებიან, 10 იანვარს კი მხარეებთან ერთად გადაწყდება ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესები კლინიკაში.