"ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუს" ნასესხები მილიონი ლარი დაუბრუნა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადეს. მმართველმა პარტიამ ბანკ "ქართუდან" სესხის სახით აღებული მილიონი ლარი დეკემბერში მას შემდეგ დაფარა, რაც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო.