ჩილეში ტყის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვალპარაისოსში 50 ჰექტარი ფართობი უკვე განადგურდა. დაიწვა 100-ზე მეტი სახლი. ხელისუფლება დასახლებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 150-მდე სამაშველო და სახანძრო ჯგუფები მონაწილეობენ. ოფივიალური მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.