პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს. როგორც უსუფაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი "ქართული ოცნება" პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს.