ბერი ნიკოლოზის მრევლი მოძღვრისთვის მღვდელთმსახურების აღდგენას ითხოვს - Palitra News

ბერი ნიკოლოზის მრევლი მოძღვრისთვის მღვდელთმსახურების აღდგენას ითხოვს

2016-12-31 14:10:53+04:00

ბერი ნიკოლოზის (ნარიმან მაქარაშვილი) მრევლი მოძღვრისთვის მღვდელთმსახურების აღდგენას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბერი ნიკოლოზის მრევლის ნაწილმა საპატრიარქოსთან ბერის მხარდამჭერი აქცია გამართა და მისთვის მღვდელთმსახურების აღდგენა მოითხოვა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათთვის ძალიან გამაღიზიანებელია მოძრვრის შესახებ ცრუ და უსამართლო ბრალდებების მოსმენა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, უწმინდესისისა და უნეტარესის გადაწყვეტილებით, ბერ ნიკოლოზს მღვდელთმსახურება 22 წლის წინ შეუჩერდა, რომლის რეალური მიზეზები დაფარულია. „საზოგადოებაში კი ვრცელდება ინფორმაცია ბერი ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც არანაირი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.