მეწარმე სუბიექტს, გარდა კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება.
შესაბამისი ცვლილებები "თამასუქის შესახებ" კანონში შედის, რომელიც ერთ-ერთია მთავრობის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში. მთავრობის განმარტებით, "თამასუქის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია თამასუქის გაცემის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას მხოლოდ 20–ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე ახორციელებს.