მიმდინარე წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 40 ადამიანი გარდაიცვალა. პროფკავშირებში, არსებულ საგანგაშო სტატისტიკას შრომითი უსაფრთხოების ინსპექციის არარსებობას უკავშირებენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებები როგორც კერძო ისე საჯარო უწყებებში ირღვევა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის დამფუძნებელი აღნიშნავს, ქვეყანაში დასაქმებულთა უმრავლესობა საკუთარ უფლებებს არც კი იცნობს. ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, ცნობიერების ამაღლების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება შრომითი უსაფრთხოების დაცვის კუთხით მუშაობას აგრძელებს და ახლო მომავალში შრომის ინსპექცია იქნება ორგანო, რომელიც დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ურთიერთობებს დაარეგულირებს.