"საზოგადოების ხმა" - ამ ნომინაციის გამარჯვებული ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პოლიტიკური თოქ შოუ - "360 გრადუსი" გახდა. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2016 წლის სასამართლო ინსტანცია, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს. ყველაზე ღია საჯარო უწყებად პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ყველაზე კომუნიკაბელურ უწყებად კი ქონების მართვის ეროვნული სააგენტო დასახელდა. ჯიდლოები სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებსაც გადაეცათ.