ფინანსური კრიზისის გამო 2 შვილის მამამ თავი ჩამოიხრჩო. თბილისში ვალების გამო დატრიალებულ ტრაგედიას ბანკი "რესპუბლიკა" ეხმაურება. ბანკი გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს და აცხადებენ რომ ოჯახს ამ მძიმე ვითარებაში აუცილებლად დაეხმარებიან. ამასთან საქმის დეტალებში უკეთ გარკვევის და არსებული სიტუაციის დარეგულირების მიზნით, ბანკი "რესპუბლიკა" ახორციელებს შესაბამის კომუნიკაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.