ვალების გამო დატრიალებული ტრაგედია თბილისში - ფინანსური კრიზისის გამო 2 შვილის მამამ თავი ჩამოიხრჩო. 44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა, მანმდე კი ბოლო წერილი დატოვა. წერილში მამაკაცი ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვს ვალი ჩამოაწერონ და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დატოვონ. "ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი... თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის",- წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა. ტელეკომპანია პალიტრანიუსი ბანკს დაუკავშირდა და მათგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება. გარდაცვლილის ბიძაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერნეტ პორტალ პალიტრატივი.ჯის მისცა, სადაც ის ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს.