ლარი ყოველდღიურად ეცემა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება უკვე 2.7831 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. კურსი კიდევ უფრო დავადრნილია სავალუტო ჯიხურებში, სადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.80-დან 2.84- ლარამდე მერუეპნს .კურსი შეიცვალა კომერციულ ბანკებშიც. თიბისიში ერთი დოლარი, 2.81 ლარი ღირს. საქართველოს ბანკში კურსი 2,84, ბენკ რესპუბლიკაში კი 2,81. ლიბერთი ბანკში კი ერთი დოლარი 2,835 ლარია. ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ოთხშაბათიდან ერთი ევროს შეძენა 2.8902 ლარად იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.