ყაზახურ სოფელ უნგურტასში მცხოვრები ამ შამანი ქალის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეებმა იციან. მასთან წლებია დაიარებიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა უნდათ, შვილის გაჩენაზე ოცნებობენ ან ნარკომანიისგან განკურნებაზე. სუფისტი დერვიში ბიფატიმა დუალეტოვა თავისი მეთოდებით ებრძვის ბოროტებას და უამრავ მიმდევართან ერთად ცხოვრობს.
ყოველი დილა ადამიანებისთვის, რომლებიც სპეციალურად ჩადიან ბიფატიმასთან, მედიტაციით იწყება. შემდეგ შამანი მათ ასაუზმებს - ჩაითა და ბუტერბროდით. რეგულარულად ტარდება აქ კურბნის რიტუალი - კლავენ ცხვარს, რომ ადამიანებისგან ბოროტი სულები განდევნონ და სანაცვლოდ ცხოველის სულს აძლევენ. რიტუალის ჩატარების მსურველმა შამანს ორი ცხოველი უნდა მიუყვანოს – ცხვარი და ერკემალი.