წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14.8 %-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (35.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.9 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (8.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (8.1 მლნ აშშ დოლარი).იხილეთ ვცლად bpn.ge-ზე