პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის პირადად დაინტერესდება და მიაქცევს ყურადღებას, თუ რა რეაგირება მოხდა ტელეკომპანია ”იბერიას” ჟურნალისტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა სცემეს. ბესელია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.