ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა. აღნიშნული მუხლი სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზამ" განცხადება გაავრცელა.