მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, 12:00 საათზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები. ასევე, საზოგადოება "ივერიისას" წარდგინება მოხდება, რომელიც ფონდი "ივერიისას" რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.