მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება და რეალურ დროში გადავა ქუჩაში, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. რაც შეეხება ქულების მინიჭები საკითხს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქულების სისტემა იმუშავებს და მძღოლს ყველა დარღვევაზე სხვადასხვა რაოდენობის ქულა ჩამოეჭრება.