საქართველოში 18 დეკემბრამდე, ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 16 დეკემბრის დღის ბოლოდან 18 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში ზვავი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინულია მოსალოდნელი.