"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაზარალებულად ცნეს და საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.
გივი თარგამაძეს კითხვები აქვს "დამნაშავედ იდენტიფიცირებულ პირთან" დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიცირება.