დიდთოვლობის გამო ვაშლოვანში მელაძეების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ავარიული სახლი უხვი ნალექის შედეგად ჩამოინგრა. ინციდენტის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა, რადგან ოჯახის წევრები ღამეს ნათესავებთან ათევდნენ. დიდთოვლობის მიზეზით შუახევში ჯაყელების ოჯახი დაზარალდა. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.