ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5887 ლარი გახდა, ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა. ლარი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევროს ღირებულება 2.7474 გახდა, ცვლილებამ 0.0313 შეადგინა.