აჭარის მაღალმთიანეთში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. თოვლის საფარმა უკვე მეტრნახევარს გადააჭარბა. ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. დილიდან დაიწყო შიდასასოფლო გზების გაწმენდაც. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელთან სატრანპორტო მოძრაობა აღდგება.