ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს. საიას კვლევა ეხება სახელმწიფოსა და შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, "ინტერნეიშენალ ივენთს" თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით გადაეცა.