ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები - ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათ 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, რის საფუძველზეც მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ფხალაძემ განაცხადა, ის "პროკურატურის პირადი ტყვე იყო 9 თვის განმავლობაში, არ მიეცა საშუალება, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ეწარმოებინა და წარმოედგინა ის მტკიცებულებები, რაც ნათელს მოჰფენდა საქმეს".