გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული: ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1-კმ 50 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27–კმ193 და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე. მლეთა-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.